04:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 21:11:37, 407 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი ფრანგ კოლეგას შეხვდა

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჟან ივ ლე დრიანმა თინათინ ხიდაშელს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ფრანგულ მხარეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების მნიშვნელობას. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ფრანგი დამკვირვებლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა. თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარეს ამ მიმართულებით მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრო. ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics