00:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-22 12:05:45, 3860 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის მთავრობამ ნაწილობრივ მუშაობა შეაჩერა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დაფინანსების არარსებობის გამო მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება .

მედია საშუალების ინფორმაციით, ამას წინ უძღოდა კანონმდებლებს შორის კონსენსუსის არარსებობა, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების დაფინანსების საკითხს უკავშირდებოდა.

კერძოდ, თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი, მექსიკასთან დამცავი კედლის დასაფინანსებლად 5 მილიარდ დოლარს ითხოვს, რასაც „დემოკრატები“ ეწინააღმდეგებიან. 20 დეკემბერს კანონმდებლებმა ამ საკითხზე დებატები გადაავადეს. მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, რის გამოც გარვკვეული უწყებები დაფინანსების გარეშე დარჩნენ.

მედიის ცნობით, მუშაობა შეაჩერა შეერთებული შტატების სახელმწიფო სააგენტოების თითქმის მეოთხედმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics