17:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 13:24:37, 1376 ნახვა

კომენტარი
კირკიტაძე - როდესაც პოლიცია უკანონო ქმედებას ჩაიდენს, უნდა დაემორჩილო - ესეც სტანდარტია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის

„ნაციონალური მოძრაბის“ წევრმა დავით კირკიტაძემ სასამართლო პროცესზე 16 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

კირკიტაძემ აღნიშნა, რომ გომბორის უღელტეხილზე პოლიციის მითითებას დაემორჩილა და თელავში გურჯაანის გავლით გაემგზავრა, თუმცა მისივე თქმით, ამის შემდეგ ველისციხეში გააჩერეს, სადაც პოლიცია უკანონოდ მოქმედებდა.

„როდესაც პოლიცია მოვა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს, მას წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო,  ესეც სტანდარტია, ოღონდ ჩრდილოეთ კორეის, რუსეთის და იმ ქვეყნების, რომელ ქვეყნებშიც ცხოვრება მე არ მინდა და არ უნდა იმ ხალხს, რომელიც ერთი რიგის იქით ზის. რაც შეეხება პოლიციას, ერთი საათით ადრე მე ჩემი კუთვნილი ავტომობილით გავჩერდი, რადგან თბილისიდან თელავამდე უმოკლესი გზა არის გომბორის გზა. გავჩერდი მივედი და ცივილურად მიმითითეს, რომ გურჯაანის გავლით არის მოძრაობა, დავემორჩილე მათ, როგორც სრული ჩვენი კოლონა და წამოვედი გურჯაანის მიმართულებით, რაც დაგვხვდა ველისციხეში ის იყო უკანონობა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics