00:56 - 26 Jun, 2026
|
2018-12-15 11:46:37, 4129 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალიამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო
ავსტრალიამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, - შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა ოფიციალურად სიდნეის ინსტიტუტში, თავისი გამოსვლის დროს გააკეთა. ინფორმაციას SBS ავრცელებს. როგორც მორისონმა აღნიშნა, ავსტრალიის ხელისუფლება იერუსალიმში სავაჭრო და თავდაცვითი წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს. მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, საელჩოს იქ ჯერ არ გადაიტანენ, თუმცა მის განსათავსებლად შესაბამის ადგილმდებარეობას უკვე ეძებენ. მედია საშუალების ინფორმაციით, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ამერიკამ, გვატემალამ, ჩეხეთმა, ბრაზილიამ და ჰონდურასმა აღიარეს. შეგახსენებთ, რომ ამერიკამ საკუთარი საელჩო იერუსალიმში უკვე გადაიტანა, შემდეგი კი, ჩეხეთია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)