|
2018-12-13 15:14:50, 3057 ნახვა
მსოფლიო
გრიგორი კარასინი: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამო, IPRM-ის შეხვედრები უმოქმედოა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შეურიგებელი პოზიციის გამო, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა უმოქმედოა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. გარდა ამისა, კარასინის შეფასებით, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფრთხეები აშშ-სა და ნატო-ს აქტივობის ზრდას უკავშირდება. „პირველ რიგში, საუბარია ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაციაზე, 2019 წლის შუა პერიოდისთვის, ნატო-ს მასშტაბური სწავლებისთვის მზადებაზე, თითქმის 30-მდე ქვეყნის ქვედანაყოფის მონაწილეობით. ამასთან, საქართველო კასპიის ზღვისა და ცენტრალურ აზიის გავლით ავღანეთში სამხედრო ტრანზიტის სახიფათო სტრატეგიული რგოლი გახდა. ამის შესახებ ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, მათ შორის ამერიკელებთან ცალკე შეხვედრის დროს“, - განაცხადა კარასინმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)