2015-06-15 12:17:43, 482 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია მოსახლეობას მოუწოდებს, ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, რათა ტექნიკის მოძრაობას ხელი არ შეუშალონ.
"მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, დღეს არის უქმე დღე, სწორედ იმიტომ, რომ მინიმუმადე იყოს ავტოსატრანსპორტო გადაადგილება. მტვირთავებს ხელი ეშლებათ, დატვირთული მოძრაობიდან გამომდინარე, თითო ტვირთმცლელის რეისის დრო დაახლოებით, ნახევარ საათამდე გაიზარდა. ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო, თუ აცილებელი არ იქნება, ნუ გადაადგილდებიან ავტოტრანსპორტით, რადგან ხელი შევუწყოთ ტექნიკის მოძრაობას. ჩვენი მიზანია, დილამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტიკული მონაკვეთი გაიხსნას",-აღნიშნა ოთარ დანელიამ.
მისივე განმარტებით, სტიქიამ დედაქალაქს სერიოზული ინფრასტრუქტურული ზარალი მიაყენა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან