09:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-08 09:49:43, 2802 ნახვა

სამართალი
მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

„სასამართლომ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე ბრალდებულ მ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული მ.გ. 2018 წლის 6 დეკემბერს, ქ.თბილისი, ამაშუკელის ქუჩა N22 ბინა N25-ში დააკავეს, სადაც იგი იფარებდა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილ პირს გ.რ.-ს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. და გ.რ. შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განადგურებას, რის გამოც მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადაყარეს.

ბრალდებულ მ.გ.-ს საქართველოს ს.ს.კ. 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს ს.ს.კ. 375-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics