23:48 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 11:57:04, 3146 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოს ორი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ Hurriyet Daily News იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქისგან იყო შემდგარი, სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მოსახლეობას ატერორებდა. 

მედიის ცნობით, ჯგუფის ორმა წევრმა ბიზნესმენი დაჭრა. მათ მამაკაცს 111 ათასი ლირა გამოსძალეს. კიდევ ერთი თავდასხმა ჯგუფმა საიუველირო მაღაზიაზე განახორციელა, რასაც სამართალდამცველი ემსხვერპლა.

სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედების დაკავება შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმალვა სცადეს. თურქეთის პოლიცია ჯგუფის კიდევ ორ წევრს ეძებს. ერთი-ერთი დაკავებული იდენტიფიცირებულია, თუმცა მედია სრულ სახელსა და გვარს არ ასახელებს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics