19:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 16:15:36, 780 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ სოფელ ტაკიძეებში ფერდსამაგრი კედლის მშენებლობა დაათვალიერა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით დავითაძესთან ერთად, სოფელ ტაკიძეებში, ციალა ბერიძის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლის მშენებლობა დაათვალიერა და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

შუახევის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 18 მ სიგრძის დამცავი კედელი. 11 461 ლარის სამუშაოებს შპს ,, მშენებელი2017 “ აწარმოებს. დასაქმებულია 4 ადგილობრივი.

ფერდსამაგრი სამუშაოები გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება.

დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში 60 -მდე ფერდსამაგრი კედლის მოწყობა მიმდინარეობს, 51 ობიექტზე კი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

დღესვე, ფრიდონ ფუტკარაძემ ტაკიძეებში ჩრდილას უბანში ლევან ცინცაძის საცხოვრებელ სახლთან განვითარებული მცირე მეწყერული პროცესი დაათვალიერა და სამომავლოდ პრევენციის მიზნით მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების მოწყობა დასახა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics