21:19 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 19:47:35, 1191 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე ლუკაშენკო სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სალომე ზურაბიშილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას ულოცავს.

„საქართველოსა და ბელრაუსს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში უმაღლეს დონეზე ავიდა. მყარი ურთიერთობების საფუძველია ორმხრივი ნდობა და ისტორიული მეგობრობა, რომელიც ბელარუს და ქართველ ხალხს აკავშირებს“, - ნათქვამია მილოცვაში.

ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში და ეს მთიანად პასუხობს ორი ქვეყნის ინტერესებს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სახელმწიფოთაშორის დიალოგს.

ალექსანდრ ლუკაშენკომ სალომე ზურაბიშვილს ჯანმრთელობა და ყველა წარმოწყების წარმატებულად განხორციელება უსურვა.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 59.52% მიიღო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics