|
2018-11-28 18:38:29, 1613 ნახვა
კომენტარი
ზაალ ანჯაფარიძე: არჩევნების მშვიდ გარემოში მიმდინარეობა ძალიან აღელვებს ერთ მხარეს
„ის რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მოსახლეობის აქტივობა მაღალია, როგორც ჩანს, ძალიან აღელვებს ერთ მხარეს“- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩვენების მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის მაღალი აქტივობა, პირველი ტურის შედეგია და აქედან გამომდინარე, მმართველი პარტიის და საზოგადოების იმ ნაწილის აქტივობის, რომლებიც გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტებაში „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნენების საფრთხეს ხედავენ. „ვფიქრობ, იმ ამომრჩევლის დიდი ნაწილი, ვინც პირველ ტურში სახლში დარჩა, არჩევნებზე მიდის და ხმას აძლევს. ამ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ. მისი აზრით, ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობოები და ტელეკომპანია ცდილობს, წარმოაჩინოს ერთეული დარღვევები, როგორც ტენდენცია. ასევე, რუსთავი-2 -სა და ხელისუფლებათან ოპონირების რეჟიმში მყოფი ცალკეული ტელევიზიების მხრიდან, დაძაბულობის ტემპერატურის აწევის აშკარა მცდელობებია. „ასეთ დაძაბულ და ნერვების ომის პირობებში, შეიძლება ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს კიდეც. მთავარია, ცესკომ მყისიერად აღმოფხვრას დარღვევები და საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელებს მიაწოდოს ინფორმაცია. რაც კეთდება კიდეც და საკმაოდ ოპერატიულად. მე ვფიქრობ, რომ ცესკო სწორად მოიქცა, როდესაც არსებულ დარღვევებზე ღიად ისაუბრა და აღნიშნა რომ მათ, მეტწილად პროცედურული ხასიათი აქვთ. პირადად ჩემთვის, როგორც ანალიტიკოსისათვის, ძალიან ნიშანდობლივია, რომ წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, ცესკო აქტიურად აწარმოებს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას, რადგან სწორედ ინფორმაციის დეფიციტი ან დეზინფორმაცია ქმნის ვნებათაღელვის და პროტესტის ნიადაგს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
(NS)
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)