19:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 13:18:27, 1014 ნახვა

პოლიტიკა
ქობულია - ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის მეტ ინტეგრაციას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში

 „ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის  მეტ ინტეგრაციას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა დადებითად შეაფასა ხმის მიცემის პროცესი და არჩევნების მიმდინარეობა.

„მე ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც მოგვცემს მეტ სტაბილურობას, რაც ძალიან გვჭირდება ჩვენ ქვეყანაში; იმ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის  მეტ ინტეგრაციას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში და იმ კანდიდატს, რომელიც გვერდში დაგვიდგება და მხარს დაგვიჭერს იმ სოციალ-ეკონომიკური პროგრამის დანერგვასა და შესრულებაში, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ და მივიჩნევთ, რომ მისი მეშვეობით შევძლებთ საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს არის ჩემი არჩევანი," - განაცხადა

ქობულიამ ხმა თბილისის მე-7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მესამე უბანში მისცა.

„ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, აუცილებლად მოვიდეს და გააკეთოს არჩევანი," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

 

(ns)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics