18:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 21:59:29, 1165 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო ჩართული მხარეებისთვის საარჩევნო აკრედიტაციის მოწმობების გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, აკრედიტებული მედიასაშუალებების, ასევე არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს არჩევნების მეორე ტურისთვის უფლებამოსილება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე გაუგრძელდათ.

შესაბამისად, დამკვირვებლებსა და მედიასაშუალებების აკრედიტებულ წარმომადგენლებს და მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს  მათი უფლებამოსილების განხორციელებისას, შეუძლიათ გამოიყენონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის გაცემული შესაბამისი მოწმობები. აღნიშნული მოწმობები სამართლებრივად ძალაშია მიუხედავად მათი გაცემის თარიღისა და მითითებული ვადისა. შესაბამისად, საარჩევნო აკრედიტაციის მოწმობის წარდგენისას, ზემოაღნიშნული პირები დაუბრკოლებლად შეძლებენ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას.

ამასთან, ელექტრონული პროგრამიდან, შესაბამისი ჩართული მხარეებისთვის, მათი სურვილის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია ახალი მოწმობებიც.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics