22:10 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 14:20:12, 2250 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პატრიარქი რუსეთს: მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს, დამალეთ ხმლები და სახლებში დაბრუნდით

უკრაინის პატრიარქი ფილარეტი ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება.

ფილარეტი რუსეთს მოუწოდებს აგრესიისგან თავი შეიკავოს.

"თქვენ არ გეშინიათ ადამიანური კანონების და არც თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგებს. გგონიათ, რომ ტყუილით ყველაფრის დაფარვა არის შესაზლებელი. იცოდეთ და გახსოვდეთ: ღმერთი ყველაფერს ხედავს და ყველას თავისას მისცემს. მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს ხალხს ძმებს ეძახიან და ჩვენს სახლში მოდიან, რათა სისხლი დაღვარონ - გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტების დათესვა. დამალეთ თქვენი ხმლები და სახლებში დაბრუნდით!", - მიმართა უკრაინის პატრიარქმა რუსეთს.

როგორც პატრიარქმა განაცხადა, 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ღია აგრესია განახორციელა. მისივე თქმით, "უკრაინელ ხალხს ამ აგრესია მხოლოდ ერთი პასუხი უნდა ჰქონდეს - ის სამშობლოს დასაცავად უნდა დადგეს".

"ყველას ერთობისკენ მოგიწოდებთ, ვინაირად გამარჯვების გარეშე დედამიწაზე არც მშვიდობა იქნება და არც ბედნიერება. მოვუწოდებ ყველა მორწმუნეს ლოცვა გააძლიერონ და ახსოვდეთ, რომ ჩვენს გვერდით ღმერთია. ასევე მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, დაივიწყონ წყენა და უთანხმოება - ახლა გაერთიანების დროა. თუ მტერი გაანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას - რის მართვას გააგრძელებთ?!", - განაცხადა ფილარეტმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics