05:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 14:31:37, 2765 ნახვა

ეკონომიკა
1-ელი იანვრიდან ძალაში შევა რეგულაცია, რომელიც მოქალაქეების მიერ ვალების დაგროვებას გამორიცხავს

"საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი იანვრიდან ძალაში შეიყვანს პროცედურას, რომელიც გამორიცხავს ვალების დაგროვებას", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. 

როგორც მან განმარტა, ქვეყნის ყოველი მეექვსე მოქალაქე ვალისგან გათავისუფლდება. 

"ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა თითოეული ოჯახის ცხოვრებაში. ეს პრობლემა წლების განმავლობაში იყო დაგროვილი საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორში. ჭარბვალიანობა მთავარი პრობლემა იყო მათთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები თავისუფლდებიან ამ პრობლემისგან. ერთ წელზე მეტია ამ თემაზე მიდის მუშაობა. ახლა მიდის ორი პარალელური პროცესი. ერთი - ამ პრობლემისგან გათავისუფლება, ანუ ვალების განულება მოხდება და ანალოგიურად, საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი იანვრიდან ძალაში შეიყვანს პროცედურას, რომელიც გამორიცხავს ვალების დაგროვებას, ანუ ორი პროცესი გვექნება - ვალების განულება და ვალების არ დაგროვება. აქედან გამომდინარე, ჭარბვალიანობის პრობლემაც მოიხსნება საქართველოს საფინანსო სექტორში. არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეგრედწოდებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პროცედურები გვექნება. ვალების განულება 600 000-მდე საქართველოს მოქალაქისთვის, ანუ პრაქტიკულად თითქმის ყოველი მეექვსე ჩვენი თანამემამულე გათავისუფლდება წლების განმავლობაში დაგროვილი ამ პრობლემისგან და პირველი იანვრიდან ძალაში შევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, რომელიც გულისხმობს ვალების არ დაგროვებას. ეს არის საშვილიშვილო პრობლემისგან გათავისუფლება  საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კოვზანაძემ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics