|
2018-11-19 16:47:53, 749 ნახვა
რეგიონი
სალომე ზურაბიშვილი კახეთში ახალგაზრდა მეღვინეებს შეხვდა
საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს, თუ რეგიონი არ იქნება ძლიერი, იქ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან და თქვენ ხართ გზის მაჩვენებლები, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კახეთში ახალგაზრდა მეღვინეებთან შეხვედრაზე. ზურაბიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში ღვინის მწარმოებლებთან ქვეყანაში ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის საკითხში მევენახეობის დარგის განვითარების მნიშვნელობასა და ამ სფეროში კერძოს სექტორის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. „ეს არის ამ ქვეყნისთვის დიდი საქმე და წარმატება. თავის ქვეყნის კულტურის გატანა არის პატრიოტიზმის ერთ-ერთი უმაღლესი ფორმა. ის, რაც იყო ადრე – მხოლოდ მევენახეობა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ და სად ჩაგებარებინათ ყურძენი, დღეს ეს უკვე ნამდვილი მეღვინეობაა. ეს არის ძირითადად კერძო საქმე. სახელმწიფო სწორ როლს თამაშობს, დაეხმაროს ამ დარგს ნაკლები სუბსიდირებით. ჩვენ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ამ საქმეში სახელმწიფოს აქვს დიდი როლი. მთავარი წამყვანი როლი კერძო სექტორია. ამ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერ ადამიანებზე დაფუძნებული ეკონომიკა და თქვენ ხართ ძლიერი ჯარი", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მეღვინეობა ის დარგია, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებულია. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ახალგაზრდა მეღვინეებს, რადგან ამ ქვეყანაში ეს არის დარგი, რომელიც უკვე წარმატებულია და ბევრი მოუტანა საქართველოს, რეგიონებს. წარმოგვიდგინეს მაგალითი, რომ წარმატება და განვითარება რეგიონებიდანაც შეიძლება მოდიოდეს და ეს ჩვენი ქვეყნისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დარგში ქალები და ძალიან წარმატებული ახალგაზრდები არიან. წარმოდგენილია ყველა ახალი მიმართულება, თუნდაც ბიოპროდუქცია. მგონი, მაგალითი, რასაც მეღვინეობა აძლევს საქართველოს ეკონომიკას, არის ის, რაზეც უნდა ვიფიქროთ და ამ გზით ბევრი სხვა დარგი განვავითაროთ. ჩვენ გვაქვს ბევრი რესურსი და გვჭირდება ხედვა, სტრატეგია და განვითარება", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. დღევანდელ შეხვედრას, მევენახეებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და მეუფე დავითი ესწრებოდნენ.
(NS)
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)