2015-06-14 07:45:43, 740 ნახვა
საზოგადოება
გმირთა მოედანი, მარჯვენა სანაპირო და ვაკე-საბურთალოს გზა მნიშვნელოვნად დაზიანდა
მტკვრის მარჯვენა სანაპირო მთლიანად პარალიზებულია. ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელია.
გმირთა მოედნიდან ე.წ. მშრალ ხიდამდე გზის საფარი დაზიანებულია.
ამ დროისთვის მძიმე ვითარებაა ისევ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს ახალი გზა სრულად დატბორა. ამ დროისთვის აღნიშნული ტერიტორიიდან მოსახლეობის გამოყვანა თითქმის დასრულებულია. დაიტბორა ასევე ზოოპარკის ტერიტორია, სადაც მოვარდნილმა წყალმა ვოლიერები გაგლიჯა, რის გამოც ცხოველთა ნაწილი ქუჩაში აღმოჩნდა. წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა მეწყერი, სადაც ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ვერეს ხეობაში წყლის დონემ დაახლოებით 3 მეტრამდე უკვე დაიწია, რამაც შესაძლებელი გახადა, გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულიყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან