03:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 10:21:25, 1664 ნახვა

სამართალი
შსს-ში დონორთა საკოორდინაციო კონფერენცია ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ. მან დამსწრე პირებს სამინისტროში მიმდინარე და ინიცირებული რეფორმებისა და სიახლეების, დონორი ორგანიზაციების, პარტნიორი სახელმწიფოებისა და სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრებს სამინისტროს იმ საჭიროებების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარეობს.

კონფერენციის მიზანი იყო  დამსწრე საზოგადოებისთვის  შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საჭიროებების ანალიზის შედეგების წარდგენა.

კონფერენციას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პარტნიორი სახელმწიფოების,  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებთანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს და  ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics