16:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 15:29:56, 527 ნახვა

რეგიონი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა.

სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა დუშეთის, მცხეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ადგილობრივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-მოშენებისა და შენახვის, ჯიშთაგანახლების, ხელოვნური განაყოფიერების, საკვებწარმოების, ვეტერინარიის, ინფექციური და ინვაზიური დაავადებების და მათი პროფილაქტიკის, უვნებელი რძის წარმოებისა და გადამუშავების და დამბალხაჭოს წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ფერმერებთან შეხვედრების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას, ღია გრუნტში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანას და კარტოფილის წარმოებას დაეთმო.

პროექტი „მობილური ექსტეცია“ 2016 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა და მათთვის ადგილზე კონსულტაციების გაწევაა.

19-21 ნოემბერს კახეთის რეგიონის საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარელის, ახმეტის, და თელავის მუნიციპალიტეტებში (სოფლები - გიორგიწმინდა, კარდენახი, ველისციხე, კართუბანი, ვარდისუბანი, ახალსოფელი, ენისელი, ქვემო ალვანი,  მაღრაანი, ფშაველი, რუისპირი) ფერმერებთან შეხვედრები გაიმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics