20:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 07:01:48, 413 ნახვა

საზოგადოება
უსახლკაროდ დარჩენილებს თბილისის მერია თავშესაფარში გადაიყვანს

უსახლკაროდ დარჩენილებს თბილისის მერია თავშესაფარში გადაიყვანს. ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისი დახმარება გაეწევათ, იმ ოჯახებს, რომელთა სახლები სტიქიის შედეგად აღდგენას არ ექვემდებარება. 
"უსახლკაროდ დარჩენილებს აუცილებლად დავეხმარებით. მერია უკვე მუშაობს და მათ თავშესაფარში გადაიყვანენ. მათ კი, ვისი სახლიც გამოუსადეგარია და აღდგენას არ ექვემდებარება, მათ მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", _ განაცხადა მინდია ჯანელიძემ. 

შტაბის წევრებმა ქვეყნის პრემიერმინისტრს ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ სამაშველო სამუშაოები გრძელდება გმირთა მოედანსა და ვერეს ხეობაში.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის რომ მოსახლეობას აღმოუჩინონ დახმარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics