15:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-15 15:09:04, 583 ნახვა

რეგიონი
დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების განადგურება კრაზანას თავდასხმით არის გამოწვეული

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკეებმა და ენტომოლოგებმა დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების განადგურების მიზეზები ადგილზე შეისწვალეს.

ფუტკრის ოჯახების შემოწმების შედეგად დადგინა, რომ მათი განადგურება  დიდი რაოდენობით გარეული კრაზანას (Vespula Vulgaris) შემოსევით არის გამოწვეული. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა მეფუტკრეებს სამკურნალო პრეპარატების და ბიოლოგიიურო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიაწოდეს. კრაზა სერიოზულ ზიანს აყენებს ფუტკრის ოჯახებს, ესხმის სკას, კლავს ფუტკარს და იპარავს თაფლს.

სპეციალისტები მეფუკრეებს ურჩევენ ფუტკრის ოჯახების დასაცავად გამოიყენონ მოსატყუებელი ხაფანგი, თუ საფუტკრეზე უკვე მოხდა კრაზანას მასობრივი თავდასხმა, სკის შესასვლელი ნაწილი შეიწამლოს სხვადასხვა ქიმიური აეროზოლით ან სინთეზური (ალპაკი, ალპგორი, აქტარი, აცე, ბესტ-ალფა, ბინგი, ბოქსი, ბრენდ დ-550, დეპისი და სხვა) ნარევებით, ასევე მოხდეს კრაზანების ბუდეების მოშლა ან გამოწვა;

სპეციალისტების განცხადებით, აუცილებელია სკებიდან 250 მეტრის დიამეტრზე მიწის დათვალიერება, რადგან კრაზანამ ბუდე შესაძლოა მიწაში გაიკეთოს, ბუდის აღმოჩენის შემთხვევაში კი მოხდეს ინსექტიციდით შესხურება. 

სპეციალისტები მეფუტკრეებს ბრძოლის ეფექტურ და მარტივ მეთოდს ურჩევენ, რომელიც ყველა მეფუტკრეს შეუძლია გამოიყენოს: ბოთლის სახურავი იხვრიტება 2,5-3 მმ-ზე,  ვასხამთ 20-30 გრამ ოდნავ ამჟავებულ ტკბილ სიროფს (ამჟავებულ სიროფს ფუტკარი არ ეტანება) და ვდებთ სკების სიახლოვეს, კრაზანა ძვრება ბოთლში და უკან ვეღარ ამოდის. ასევე კრაზანას მისატყუებლად, იგივე პრინციპით შესაძლოა გამოვიყენოთ 0,5 ლიტრ ლუდში გახსნილი 1-2 კოვზი თაფლი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics