02:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 11:55:15, 1724 ნახვა

სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გაუთქმელობის მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გაუთქმელობის მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.

მათ ამ მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, სხდომა დღეს არის ჩანიშნული.

დეკანოზის უფლებადამცველის, გიორგი ფანცულაიას განმარტებით, აღნიშნული კანონს პროკურატურა ადვოკატების შეზღუდვისთვის იყენებს, რათა მათ საქმის მასალებზე საუბარი ვერ შეძლონ. 

„თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და იქნება, ასე ვთქვათ აღნიშნული ნორმა ანტიკონსტიტუციურად ცნობილი, ერთი მხრივ, კიდევ ერთხელ მოხდება იმის დემონსტრირება, როგორ ცალმხრივად წარიმართა ეს პროცესები ამ ხნის განმავლობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, სადაც მზადდება სარჩელის შეტანა ე.წ. ციანიდის საქმეზე“, - აღნიშნა დეკანოზის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. ის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics