01:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 10:33:08, 1746 ნახვა

სამართალი
ნათია მეზვრიშვილმა ევროსაბჭოს დელეგაციას არჩევნების დროს მომხდარ ინცინდენტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში  ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით არსებული ვითარების შეფასება.

ნათია მეზვრიშვილი სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებსა და მათზე საპოლიციო რეაგირების შესახებ ესაუბრა. მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს არჩევნების დროს მომხდარ ინცინდენტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების და პასუხისგებაში მიცემული პირების შესახებ  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის მონაწილეებს ნათია მეზვრიშვილმა სამინისტროს მიერ არჩევნების მეორე ტურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნო.

მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიღწევები, მათ შორის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების კუთხით.

ნათია მეზვრიშვილმა სტუმრებს, ასევე, გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში  მიმდინარე  და განხორციელებული რეფორმები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics