14:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 12:31:50, 728 ნახვა

რეგიონი
კერატოკონუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში უფასო ოფთალმოლოგიური აქცია ჩატარდება

9-10 ნოემბერს, 09:30 საათიდან - 18:00 საათამდე, კლინიკა „ოკულუს მედი“ 18-დან 38 წლამდე ასაკის პაციენტებს თვალის უფასო სკრინინგს სთავაზობს.

სამედიცინო აქცია კერატკონუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება, რომელიც მსოფლიოში ყველი წლის 10 ნოემბერს აღინიშნება.

კერატოკონუსი არის თვალის რქოვანა გარსის პროგრესირებადი, დეგენერაციული და არაანთებადი დაავადება. როგორც წესი, დაავადება ნელა პროგრესირებს, თუმცა შესაძლებელია დაავადების სწრაფი პროგრესირებაც. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ, გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდმხედველობის გაუარესების მიზეზი ხდება.

აქციის ფარგლებში დაგეგმილია დაავადების სკრინინგი.

უფასო სამედიცინო აქციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ კლინიკა „ოკულუს მედის“, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, 9 მარტის ქ. N10-ში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics