00:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 21:23:28, 2336 ნახვა

სამართალი
არსებული ინფორმაციით, ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ

არსებული ინფორმაციით, ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ რემიკ პოღოსიანს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადანაშაულებენ.

როგორც „ძალა ერთაობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს.

„დღეს როცა ივანიშვილი ამბობს, რომ რაღაც შეისმინა ხალხისგან, მეორე ხელით ისინი პირდაპირ დანაშაულს ჩადიან. ამ დანაშაულს ჩადიან დღისით მზისით, ყველას თვალწინ. მათი მცდელობაა, რომ დააშინონ ხალხი. ხალხნო, ვერავის ვერ დააშინებთ ამით, მე ეს მინდა ვუთხრა. ყველა ამ ფაქტს ექნება რეაგირება ჩვენი მხრიდან და პირობას გაძლევთ, რომ თქვენ ახალქალაქს და ნინოწმინდას ყველა ამ დანაშაულებრივი ქმედების გამო, აუცილებლად ტოტალურად წააგებთ მეორე ტურში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. დაშავებულს სამართალდამცველები კითხავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics