00:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 14:38:23, 2075 ნახვა

სამართალი
ოთარ ფარცხალაძის მიერ თორდიას ცემის გამოძიებაში, ექსპერტებად საერთაშორისო ჯგუფის წევრები იყვნენ მოწვეული

„აღნიშნულ საქმეში პროკურატურამ ექსპერტებად მოიწვია საერთაშორისო ჯგუფის წევრები, რომლებიც ჯერ უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, შეესწავლათ საქმე და შემდეგ გაეკეთებინათ დასკვნა“, - ამის შესახებ პროკურორმა ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკუროტის თქმით, არსებობს ხანდაზმულობის 2-წლიანი ვადა, შესაბამისად, გამოძიება  დადგენილ საგამოძიებო ვადაში ჩატარდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდნენ ყოფილი მთავარი პროკურორი და აუდიტის სამსახურის უფროსი და ამ საქმეზე არსებობდა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი, პროკურატურამ ექსპერტებად მოიწვია საერთაშორისო ჯგუფის წევრები, რომლებიც ჯერ უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, შეესწავლათ საქმე და შემდეგ გაეკეთებინათ დასკვნა. ასევე, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, ლაშა თორდიას ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ტარდებოდა ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საჭირო იყო ბრალის წარდგენისთვის და ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ხანდაზმულობის ვადა, ამ შემთხვევაში არსებობდა ხანდაზმულობის 2-წლიანი ვადა. ფაქტიდან წელიწად-ნახევარიც არ არის გასული, 2017 წლის 13 მაისს მოხდა აღნიშნული ინციდენტი, გამოძიება ჩატარდა დადგენილ საგამოძიებო ვადაში და ყველა მტკიცებულების მოგროვების შემდეგ მივმართეთ სასამართლოს ბრალის წარდგენის მოთხოვნით. რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ყველაფერს, მათ შორის დაზარალებულად ცნობის დადგენილების გამოტანასაც აქვს საკუთარი ვადები. ყველა საჭირო მტკიცებულების მოგროვების შემდეგ ჩვენ მივმართეთ ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს დაზარალებიულის სტატუსის მისანიჭებლად“, - განმარტა პროკურორმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics