12:34 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-04 19:33:28, 1623 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძეს უნდა კონსტიტუციაში ჩაწეროს რომ საქართველო არ გახდეს ნარკოპლანტაცია

"გაერთიანებული ოპოზიციის" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გამარჯვების შემთხვევაში აპირებს საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება შეიტანოს, როგორც თავად ამბობს, იმისთვის, რომ საქართველო არ გახდეს "ნარკოპლანტაცია", ხოლო ხელისუფლება — "ნარკობარიგა".
„კონსტიტუციაში შევიტანთ შესწორებას, რომ საქართველო არასდროს გახდეს ნარკოპლანტაცია და საქართველოს ხელისუფლება არასოდეს გახდეს ნარკობარიგა. არასოდეს საქართველოს ახალგაზრდობამ თავისი უბედურებით არ გაამდიდროს ვიღაც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ "რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო უამრავი ახალგაზრდა მათ შორის ხელოვანები, ნიჭიერი ადამიანები, დღემდე იხდიან სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, რესპუბლიკური პარტიის ინიციატივით, გამარჯვების პირველსავე დღეს, გამოაცხადებენ ამნისტიას მათთვის ვინც, შეძენა-შენახვისთვისა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდის სასჯელს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics