23:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-03 10:27:43, 1944 ნახვა

სამართალი
გომი-აგარას გადასარბენზე, მატარებლის დაჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე მოხდა.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები.

„დღეს დილით, დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე, გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები. საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

მომხდარის გამო შეყოვნდება ბორჯომი-თბილისის (#685) მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რის გამოც საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics