23:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 17:55:49, 1440 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ქურდობა ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე   ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული დ.ბ. ქურდობის ფაქტზე ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულმა, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდა, საიდანაც, დაახლოებით, 3000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტები და  500 ლარამდე თანხა წაიღო.

სამართალდამცველებმა დ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს. პოლიციამ  ნაქურდალი პროდუქტები ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ქურდობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ქურდობის ფაქტზე  მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics