12:29 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 16:03:48, 633 ნახვა

რეგიონი
მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და პატიმრის ოჯახის წევრებს უფასო გამოკვლევა ჩაუტარდათ

მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და პატიმრის ოჯახის წევრებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ.

აქცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“ მახარდაჭერით გაიმართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საჭიროების შემთხვევაში ბენეფიცირებს დამატებითი სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაუფინანსდებათ.

ექიმ-ოფთალმოლოგის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსა და სათვალეს დემოკრატიის ინსტიტუტი “ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეიძენს.

მსგავსი სამედიცინო აქცია ყოფილი პატიმრებისთვის გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთშიც იგეგმება. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, „თანაზიარი“ და ფონდი „აფხაზინტერკონტი“. პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები აღნიშნულ რეგიონებში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რესოციალიზაციას ითვალისწინებს.

რესოციალიზაციის პროგრამის აქტიური მხარდამჭერია აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. უფასო სამედიცინო აქცია ყოფილი პატიმრებისთვის სამინისტროს მხარდაჭერით გასულ წელსაც ჩატარდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ზელენსკი: ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics