23:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 12:56:42, 1704 ნახვა

სამართალი
ზუგდიდის ყოფილი მერი და ყოფილი ვიცე-მერი ბრალს არ აღიარებენ

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ქრთამის აღების ბრალდებას არ აღიარებენ.

როგორც ადვოკატმა მერაბ მამულაძემ განაცხადა, გოგია დარწმუნებულია, რომ ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

ადვოკატი, ასევე, აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების შესახებ ვერ ისაუბრებს, რადგან საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია.

ადვოკატისთვის გაუგებარია, რა აუცილებლობა არსებობდა ლაშა გოგიას დაკავების, რადგან სექტემბერში დაიწყო გამოძიება და დაკავებული გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

„შევხვდი, ვესაუბრე, გაოგნებულია პიროვნება და წარმოდგენა არ აქვს, რა ქრთამზეასაუბარი. ის აცხადებს, რომ არასდროს ქრთამი არავისგან არ აუღია მთელი თავისი ცხოვრება არის პატიოსანი შრომით აქვს გავლილი და აღნიშნულიდან გამომდინარე დარწმუნებულია, რომ მასალები, რომელიც სავარაუდოდ, დღეს გადმოგვეცემა, იქ არანაირი მტკიცებულება არ იქნება და ვერ იქნება, რომელიც ამ ბრალდებას დაუდასტურებს მას“, - განაცხადა მერაბ მამულაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics