18:53 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 18:43:50, 3164 ნახვა

მსოფლიო
Google-ის თანამშრომლები აქციებს მართავენ

კომპანია Google-ში დასაქმებული ადამიანები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქციებს მართავენ.

BBC-ის ინფორმაციით, აქციები გენდერული დისკრიმინაციის, რასიზმისა და სექსუალური ზეწოლის წინააღმდეგაა მიმართული.

აქცია გასულ კვირას NEW YORK TIMES- ში გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა, სადაც წერენ, რომ GOOGLE- მა კომპანიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ენდი რუბინს, კომპენსაციის სახით 90 მილიონი დოლარი აუნაზღაურა, როდესაც ის სექსუალური ზეწოლის ბრალდებით სამსახურიდან დაითხოვეს. რუბინმა სტატიაში დაწერილი ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ კომპენსაციად მსგავსი ოდენობის თანხა არ მიუღია. რუბინისგან განსხვავებით, GOOGLE-მა სტატია არ გააპროტესტა და არც მისი შინაარსი უარყო.

ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამწვავა თანამშრომლების უკმაყოფილების ტალღა, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება. როგორც სჩანს, თანამშრომლები გენდერულმა დისკრიმინაციამ წლების განმავლობაში გაანაწყენა.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ საჯარო გახდეს ინფორმაცია, თუ რამდენად თანაბრად ნაწილდება ხელფასები გენდერული და ეთნიკური მიმართულებით. ასევე, კომპანიის ადამიანური რესურსების სამსახურმა  სექსუალური ზეწოლის ფაქტები სამართლიანად შეაფასოს. ორგანიზარტორებმა GOOGLE-ის მფლობელ კომპანია ALPHABET-ს მიმართეს, რომ დირექტორთა საბჭოს დასაქმებულთა წარმომადგენელიც შეუერთონ.

აქციის ორგანიზატორები მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიის ოფისებიდან კიდევ ათასობით წარმომადგენლის გამოსვლას ელოდებიან.

აქციებს გამოეხმაურა GOOGLE- ის აღმასრულებელი დირექტორი და განაცხადა, რომ კომპანია მათ მოთხოვნებზე მუშაობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics