12:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 20:10:16, 749 ნახვა

რეგიონი
წინასწარი ინფორმაციით, ქედაში, ქვის მოპოვების სამუშაოებს შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ ახორციელებდა

წინასწარი ინფორმაციით, ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში (სოფ.ჭინკაძეები), ქვის მოპოვების სამუშაოებს შპს "სტრუიკ გრუპ ჯორჯია" ახორციელებდა.

ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული:

„სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელდა აფეთქებითი მეთოდის გამოყენება, რა დროსაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. სამუშაოების განმახორციელებელი პირი ვალდებული იყო სამუშაოები ეწარმოებინა შესაბამისი ბურღვა-აფეთქებითი ნებართვის საფუძველზე.

კერძო კომპანიის მიერ ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად, 2012 წელს დაბადებულ გ.ო.- ს ქვა მოხვდა, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

მომხდარზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგედიის გამო“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics