06:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 20:39:05, 1436 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ ძალიან დიდი ანგარიშით

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების მეორე ტურს დიდი უპირატესობით მოიგებს.

კალაძემ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, სალომე ზურაბიშვილს კი, პირველ ადგილზე გასვლა მიულოცა.

„პირველ რიგში, მადლობა ყველას ვინც საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და არჩევანი დააფიქსირა. განსაკუთრებული მადლობა მხარდამჭერებს. პირველ ტურს რაც შეეხება, ჩვენ მოვიგეთ პირველი ტური. მინდა მივულოცო ქალბატონ სალომეს პირველ ადგილზე გასვლა. ჩვენ ვართ გამარჯვებულები. რაც შეეხება მეორე, ტურს, ველოდებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას, როდის დაინიშნება მეორე ტურის თარიღი და ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ძალიან დიდი ანგარიშით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეორე ტურში ბრძოლისთვის მზად არის. მისი თქმით, „გრიგოლ ვაშაძესა და რუსეთს ქვეყანას არ დაუთმობს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics