04:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 16:52:25, 1280 ნახვა

კომენტარი
სოფო კილაძე არჩევნების შედეგებზე: ყველაფერი უფლის ნებით ხდება

„ვფიქრობ, ეს არის შედეგი იმ რიგი შეცდომების, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაუშვა. ამის არც ხალხზე და არც ნაცებზე გადაბრალება არ იქნება სწორი“, - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საპრეზიდენტო არჩევნებს.

მისი თქმით, არჩევნების შედეგი „ქართული ოცნებისთვის“ დიდი გაფრთხილებაა.

„მხოლოდ საკუთარი შეცდომების გაანალიზება და ამ ანალიზზე ადეკვატური რეაგირება, კონკრეტული, ხალხისთვის სასარგებლო შედეგის დადება იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ისევ დავიბრუნოთ საზოგადოების ნდობა.

ყველაფერი უფლის ნებით ხდება. ეს არის დიდი გაფრთხილება, რომ ჩვენ არ ავცდეთ ჭეშმარიტ გზას, რომელიც ხალხს სიკეთეს მოუტანს.

ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა წავიდეთ წინ. რეფორმები და საქმის კეთება, მხოლოდ ეს უშველის ამ ქვეყანას“, - წერს სოფო კილაძე.

ცნობისთვის, დათვლილი უბნების თითქმის 100%-ის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,63% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %, დავით ბაქრაძემ კი, 10.97%.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics