20:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 10:05:28, 2214 ნახვა

სამართალი
მინისტრის მოადგილე: შსს გააკეთებს მაქსიმუმს კონკრეტული შედეგის დასადებად

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ გორში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

საბანაძემ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

„მინდა ოჯახს მივუსამძიმრო, ეს არის საყოველთაო ტრაგედია და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს კონკრეტული შედეგის დადება. ამ ეტაპისთვის ვერსიებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. გამოძიება დაწყებულია, აბსოლუტურად დეტალურად ვსწავლობთ შემთხვევის ადგილს, შესაბამისად როგორც კი რამე იქნება ცნობილი გავაკეთებთ განცხადებას. ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება იმისთვის, რომ დადგინდეს დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირი," - განაცხადა კახა საბანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics