01:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 17:42:21, 538 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ჩართულობის დანაყოფის ხელმძღვანელს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა  ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ჩართულობის დანაყოფის ხელმძღვანელთან  გერლინდე ნიჰუსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე და იმ გამოწვევებზე, რაც  საქართველოში გაძლიერებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას უკავშირდება.

მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოსა და ნატო-ს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები დასახეს.

თავის მხრივ, გერლინდე ნიჰუსმა ქართულ მხარეს ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერა აღუთქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics