23:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 18:15:23, 1400 ნახვა

კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი - ეს არის მთავრობის მცდელობა უგულებელყოს კონსტიტუცია და გაექცეს პასუხისმგებლობას

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული საკითხების განხილვასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის საპასუხოდ აცხადებს, რომ ეს არის მთავრობის მცდელობა უგულებელყოს კონსტიტუცია და გაექცეს პასუხისმგებლობას.

"პრეზიდენტმა მიმართა პრემიერმინისტრს და ეს ნახა მთელმა საქართველომ. სამწუხაროდ, ამ მიმართვის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ მთავრობის მცდელობას უგულებელყოს კონსტიტუცია და ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, რომელშიც იმყოფება ქვეყანა, განზე გადგეს და გაექცეს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანა იმართებოდეს კონსტიტუციური უფლებამოსილების მქონე პირების მიერ კონსტიტუციური ფორმატებით და კანონიერების პრინციპზე დაფუძნებით, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის.

ჩვენი პრობლემაა ის, რომ ამ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოს ჩანაცვლების განაცხადი აქვს გაკეთებული არაფორმალურ ჯგუფებს, რისი ძალიან მძიმე შედეგები ჩანს და კიდევ უფრო მძიმე შედეგები შეიძლება დადგეს ამ ქვეყნის წინაშე, დისკუსიის გადატანის მცდელობა მძიმე და წერტილი სად უნდა იყოს დასმული, ესეც აჩვენებს რამდენად არაადეკვატურად აფასებენ ფორმალურად პასუხისმგებლობის მქონე პირები, რამდენად ვერ იაზრებენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ვერ იაზრებენ იმ უმწვავეს მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაშია", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ის პასუხი, რომელიც მოვისმინეთ მთავრობის ადმინისტრაციისაგან სამართლებრივი თვალსაზრისით არაკომპეტენტურია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics