23:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 10:11:49, 1408 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე: მინისტრთა კაბინეტის შეხვედრას ჩვეულებრივი განრიგით ვატარებთ

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევას არ აპირებს. 

პრემიერმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას უპასუხა და აღნიშნა, რომ სხდომები ჩვეულებრივი განრიგით ჩატარდება. მანვე დასძინა, რომ მზად არის პრეზიდენტს ყველა საკითხზე ესაუბროს. 

"საქართველოში მინისტრთა კაბინეტის შეხვედრას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროთ, რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას აუცილებლად გააკეთებს" ,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართა და მასზე დასწრების სურვილი გამოთქვა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics