18:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 18:15:33, 2037 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ. იკითხება

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ  მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი  ფიგურირებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის  თანამშრომელი  ი.პ.  იკითხება, - ამ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ადასტურებს.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ვიქტორ ჯაფარიძის გამოკითხვა.

ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 12  ოქტომბერს დაიწყო.

გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს  სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების  ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics