22:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 15:39:51, 1527 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი: ერთად უნდა გავაძლიეროთ რეგიონებში კულტურა და გავიტანოთ მის ფარგლებს გარეთ

ერთად უნდა გავაძლიეროთ რეგიონებში კულტურა და გავიტანოთ მის ფარგლებს გარეთ, – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთში მხარდამჭერებს.

„აქ ინახება საქართველოს კულტურა და ბუნება. ორივესთან ასოცირდება ვაჟა-ფშაველა, იგი ტყუილად არ დაბადებულა ამ რეგიონში და თავისი პოეზიაც ამის სიმბოლოა, კულტურასა და ბუნებას იცავს. პრეზიდენტის ვალდებულებაც არის დაიცვას ქვეყნის კულტურა და გაიტანოს ის მის ფარგლებს გარეთ. ზოგჯერ გვგონია რომ კულტურა, იდენტობა გარკვეული საფრთხის ქვეშ არის გლობალიზაციის წინაშე, ზოგჯერ გვგონია, თუ ჩავიკეტებით თავს დავიცავთ, მაგრამ პირიქით, საზღვრებს გარეთ უნდა გავიტანოთ ჩვენი კულტურა, რითაც მას ახალ დანიშნულებას შევძენთ. თუ რა გზით უნდა გავიტანოთ ეს მე ვიცი და ამის კარგი მაგალითებიც გვაქვს, თუნდაც იუნესკოს მიერ დამტკიცებული კულტურული მემკვიდრეობა. ბევრი კუთხით შეგვიძლია წარმოვაჩინოთ კულტურა, ფოლკლორი. ამ კუთხით ვახუშტი კოტეტიშვილი მახსენდება. მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი. საქართველოში პირველი ვიზიტისას სწორედ ვახუშტი კოტეტიშვილთან ვიყავი, საქართველოს სხვადასხვა მხარე მოვიარეთ. მაშინ პირველად ვეზიარე საქართველოს კულტურას, მანამდე ეს მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი. ძალიან დიდ ვალდებულებას ვგრძნობ საქართველოს კულტურის მიმართ და პრეზიდენტის რანგში ბევრის გაკეთება შეიძლება, არსებობს პრეზიდენტის ფონდი, რეგიონებიდანაც ბევრის გაკეთება შეიძლება, ერთად უნდა გავაძლიეროთ რეგიონებში კულტურა და გავიტანოთ მის ფარგლებს გარეთ", – მიმართა ზურაბიშვილმა ამომრჩევლებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics