09:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-13 16:37:26, 1274 ნახვა

რეგიონი
შუახევში „შუახევობა 2018“ იმართება

შუახევის მუნიციპალიტეტში  ყოველი წლის შემოდგომაზე  ტრადიციული დღესასწაული „შუახევობა" იმართება. ღონისძიებას წელს ოფიციალურ სტუმრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის ქ. ინეგოლიდან (ჩვენებურები) მოწვეული სტუმრები, საპატიო შუახეველები, ყოფილი ხელმძღვანელი პირები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაბის ცენტრში  ადმინისტრაციული ერთეულებმა წარმოადინეს ეთნოგრაფიული ნიმუშები, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციების ამსახველი კუთხეები.  გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით.

„დღეს შუახევობის სახალხო დღესასწაული მივულოცე შუახეველებს, ჩვენი მაღალმთიანი აჭარის საამაყო ხალხს! შუახევში ბევრი წელი მაქვს გატარებული და კარგად ვიცნობ მათ სტუმართმოყვარრობას და სულისკვეთებას. დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჩვენი მთა მთელი სიმდიდრით, ტრადიციებით, ფოლკლორით, სამზარეულოთ. განსაკუთრებით მახარებს, რომ ასეთ დღესასწაულებში ხანდაზმულებთან ერთად ბავშვებიც აქტიურად არიან ჩართულები. მინდა ვუსურვო მათ წარმატებები, შუახევობის დღესასწაულს კი უფრო მეტი სტუმარი, ადგილობრივებთან ერთად უფრო მეტი უცხოელი ვიზიტორების სტუმრობა“, - გნაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შუახევობაზე ადგილობრივი ახალგაზრდებმა ფლეშმობი წარმოადგინეს. შუახევობა 2018-ის ფარგლებში გაიმართა საპატიო და კოლორიტი შუახეველებისა და ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარების დაჯილდოება.

სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა" გასული საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა, იგი პირველ ათწლეულში ,,სიმღერის დღესასწაულად" იწოდებოდა, მომდევნო წლებში ადგილობრივებმა ,,შუახევობა" სახალხო ზეიმად აქცია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics