15:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 10:33:13, 2570 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: გაერო-ში ელჩის პოსტზე ივანკა შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ნეპოტიზმში დამადანაშაულებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებით, მისი შვილი ივანკა, შესანიშნავი იქნება გაერო-ში ელჩის თანამდებობაზე. ინფორმაციას The Independent ავრცელებს. 

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თავის შვილს "დინამიტი" უწოდა.

"მსოფლიოში არავინაა უფრო კვალიფიციური, ვიდრე ივანკა ტრამპი, რომელსაც შეუძლია გაეროში აშშ-ის მუდმივი ელჩის თანამდებობა დაიკავოს. მინდა გითხრათ, რომ ივანკა ამ თანამდებობაზე დინამიტის მაგვარი იქნებოდა, თუმცა, ხომ გესმით, მერე ნეპოტიზმში დამადანაშაულებენ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

შეგახსენებთ, რომ გაერო-ში აშშ-ის ელჩის ადგილი ვაკანტური მას სემდეგ გახდა, რაც ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ოფიციალურად 9 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ნიკი ჰეილი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში შეხვდნენ, რის შემდეგად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰეილიმ გადადგომის თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ 6 თვის წინ მიაწოდა. "იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დაგვიბრუნდება, თანამდებობა შეუძლია თავად აირჩიოს", - განაცხადა ტრამპმა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics