19:14 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 18:20:02, 1507 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია: რეზერვის ახალი კონცეფცია ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან

მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტოტალური თავდაცვის კონცეფციასა და რეზერვის ახალ პროგრამაზე ისაუბრა.

ლევან იზორიას განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. „ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე , რაც ქვეყნის თავდაცვითი ამოცანებისთვის მთელი ეროვნული რესურსების მობილიზებას გულისხმობს. ეროვნულ ძალებში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად - რომელიც თავდაცვით მიმართულებაზე მთავარი პასუხისმგებელი ორგანოა - სხვა უწყებებიც იგულისხმება და ეს რასაკვირველია დღის წესრიგში უწყებათაშორის თანამშრომლობას აყენებს“. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ტოტალური თავდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით წელს უპრეცედენტოდ მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი“ გაიმართება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ახალი რეზერვის კონცეფციაა, რომელიც ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან. „მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ რეზერვის ახალ პროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მაქსიმალური, მათ შორის მრავალპარტიული მხარდაჭერა მივიღეთ. საპილოტე პროექტის სახით ტერიტორიული რეზერვის ამოქმედებას 15 ოქტომბერს ვიწყებთ“.

ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ამერიკელი ექსპერტები რეზერვის პროექტის საკანონმდებლო ინიცირების, საკანონმდებლო მუშაობის შემდგომ შერჩევის პროცედურებსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დადებითად აფასებენ. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული საპილოტე პროექტი ერთი წლის თავზე წარმატებით დასრულდება, რაც მოგვცემს საფუძველს სპექტრი უფრო გავაფართოვოთ და ტოტალური თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოების ჩართულობა მაქსიმუმამდე გავზარდოთ“.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics