19:13 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 12:33:44, 1389 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი: ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, მათი ქცევა საფრთხის ქვეშ აყენებს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს

„თბილისი ჯერ კიდევ არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და საერთაშორისო არენაზე განაგრძობს ჩვენ საწინააღმდეგო საქმიანობას", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გამოცემა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კარასინმა აღნიშნა, ოფიციალური მოსკოვი უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველო რუსეთის შეკავების მიზნით შექმნილ ნატო-ს სტრატეგიაში მონაწილეობს.

"პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ამგვარი ქცევა საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომლის შედეგებითაც ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მანვე დასძინა, რომ პერსპექტივაში ორივე ქვეყანას შეუძლია უვიზო რეჟიმზე შეთანხმდეს.

"ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი მნიშვნელოვნად გამარტივდა. დღესდღეობით ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია რუსეთში წასასვლელი ვიზა მიიღოს. არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში უვიზო რეჟიმიც დაწესდეს. თუმცა ამის, პრაქტიკული რეალიზება ჯერჯერობით შეუძლებელია", - აღნიშნა კარასინმა.

მისივე თქმით, საგარეო ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში პროგრესი აშკარაა.

"ვფიქრობ, 2018 წელს ვაჭრობის მოცულობის რეკორდი გვექნება, რაც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს“, - დასძინა მან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics