19:14 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 16:43:00, 1474 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი

მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა ახმეტის მოსახლეობასთან იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რატომაც უნდა პოლიტიკაში მოსვლა.

„მე მოვდივარ თქვენთან იმედისთვის, ეს არის მამოძრავებელი ძალა ადამიანისთვის თუ ქვეყნისთვის და ჩვენ გვაქვს ბევრი საფუძველი, რომ ვიყოთ იმედიანად და ამ ქვეყანას აქვს უფლება იყოს იმედიანად.

დღევანდელ დღეს არსებული იმედი არის ჩვენი საერთო ტოლერანტობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტოლერანტობა, ერთმანეთის პატივისცემა არის ბევრად მნიშვნელოვანი იქ, სადაც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, დღეს, როდესაც ჩემი ტურნედან მესამეჯერ მოვისმინე ენა, რომელიც არ მესმის, ეს არის საქართველოს სიმდიდრე. ჩვენ გვესმის ერთმანეთის, მიუხედავად იმისა, ზოგჯერ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ. საქართველომ შეინარჩუნა თავის ტერიტორიაზე ეს ენები. არამხოლოდ ის ენები, რომელზედაც სხვა სახელმწიფოშიც საუბრობენ, არამედ ენები, რომელიც მხოლოდ აქ არსებობს. ეს უზარმაზარი სიმდიდრეა და ზოგ ჩვენს მტერს ჰგონია, რომ ეს მრავალფეროვნება, მრავალეროვნობა არის ჩვენი სისუსტე, ამ დროს ეს ჩვენი ძალაა.

მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი. ეს არის საქართველოს საუნჯე და სიმდიდრე, რომელიც მე, როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვიქნები დავიცვა. მეტიც, საქართველოს იდენტობა ამაზე არის დაფუძნებული",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
NS 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics