19:14 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 10:59:24, 1377 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისი ნამდვილად გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი

„კახი კალაძე  მერი გახდა დაპირებით -„სიცოცხლით სავსე ქალაქი", ამ დაპირების შესრულება არის თითოეული ჩვენგანის ოცნება და ვხედავთ, რომ ეს დაპირება დღიდან დღემდე, დღითი დღე სრულდება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს თბილისობა მიულოცა.

„ვინც გასული იყო დღეს ქალაქში, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ასეთი დახვეწილი და ასეთი ლამაზი თბილისობა ჩვენს ქალაქს დიდი ხანია არ ჰქონია. ჩვენი მერი კახი კალაძე, მერი გახდა დაპირებით-„სიცოცხლით სავსე ქალაქი" და ამ დაპირების შესრულება არის თითოეული ჩვენგანის ოცნება და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დაპირება დღიდან დღემდე, დღითი დღე სრულდება.ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თბილისი ნამდვილად გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი. მინდა ჩემს ქალაქს, ჩვენს ლამაზ ქალაქს, დედაქალაქს ვუსურვო განვითარება და ძალიან ბევრი ლამაზი და ბედნიერებით აღსავსე დღე",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიღებაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართეს და „თბილისობა" მიულოცეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics