19:14 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-06 00:16:47, 2985 ნახვა

პოლიტიკა
ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის წარმომადგენლებს ერთიანი საქართველოს რუკა საჩუქრად გადასცა

,,ჩვენ გვქონდა საჭადრაკო ოლიმპიადის ძალიან ეფექტური გახსნა და გასული 2 კვირის განმავლობაში ბათუმში იყო საჭადრაკო ზეიმი. ეს ღინისძიება მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ის ხაზს უსვამდა ჩვენი ქალაქის, როგორც საერთაშორისო ქალაქის მნიშვნელობას. ჩემმა წინა გამომსვლელმა სწორად აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან უყვართ სტუმრები. საქართველო არის ვაჟა-ფშაველას ქვეყანა და ძალიან კარგად ვიცით სტუმარ-მასპინძლობის როგორც წესი, ისე სტუმრის პატივისცემა. თუმცა, ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ. დიზაინერების ნებსით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ამიტომ, მე მინდა საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს, რათა ასეთი უხერხულობა მომავალში თავიდან იქნას არიდებული - ეს არის საქართველოს რუკა და ისტორია," - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მსოფლიოს 43-ე  საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე და ერთიანი საქართველოს რუკა  რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს გადასცა.

თორნიკე რიჟვაძე ამ სიტყვებით 3 ოქტომბერს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. ოლიმპიადის ფარგლებში გამართული ყრილობის მონაწილეებს მსოფლიო რუკა დაურიგეს, რომელზეც საქართველო ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების გარეშე იყო დატანილი. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გასაშლელი რუკა რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკის დელეგაციის მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში აღმოჩნდა









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics