14:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 17:03:18, 2169 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - გამოძიებას პაატა ბურჭულაძის მეუღლის სასარგებლოდ გადახდილ თანხებზე კონკრეტული კითხვები გააჩნია

ფონდ „იავნანას“ თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა.

„პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას საქვემლოქმედო ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებულია ავიაბილეთების ღირებულება - დაახლოებით 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი და სხვა ხარჯი - დაახლოებით 83 000 ლარი. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, - აცხადებენ პროკურატურის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, ფონდის თანხებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პაატარა ბურჭულაძის მეუღლე ანგელა ვასილენკო სასამართლოში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა ის დღეს საზღვარგარეთ გაემზავრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics