18:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 16:23:27, 1539 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვერავინ აიძულებს საქართველოს არჩევანი გააკეთოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ქვეყანა რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანდება.

"ყველა წევრი თანხმდება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ჩვენ შევთანხმდით, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვერავინ აიძულებს საქართველოს არჩევანი გააკეთოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის. ის გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც დააკმაყოფილებს ნატო-ს მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. განვიხილავთ საქართველოსთან პარტნიორობის საკითხს და მოკავშირეებს მივაწვდით ინფორმაციას, რა ეტაპზეა ჩვენი თანამშრომლობა. შევეხებით შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ვნახეთ, რომ რუსეთი აძლიერებს რეგიონში სამხედრო ყოფნას. კომისიის სხდომაზე ასევე ვისაუბრებთ, როგორ ვითანამშრომლებთ ამ საკითხზე საქართველოსთან. რა თქმა უნდა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეფორმებს. ბევრი რამ გააკეთა საქართველომ ამ კუთხით, მაგრამ მოვუწოდებთ რეფორმების გაგრძელებისკენ, ჩვენ კი დავეხმარებით მათ განხორციელებაში. ვერავინ აიძულებს საქართველოს არჩევანი გააკეთოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics